პარასკევი, 22.11.2024, 00:12
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
17:03 ეკლიანი ვარდები (ავტორი ნ.კოლხი) | |
სისხლის ცრემლებს ღვრის ღვრის ღვთისმშობელი, გმინავს გელათი და იკორთა, ეკლიან ვარდებით მოდის გაზაფხული და სწუხს მაცხოვარი დიდგორთან. გორგასლის მუზარადს ჯამბაზი იცემებს, დავითის თორ-აბჯარს_არტისტი და სვეტიცხოველთან ღვთის კვართზე წილს ყრიან იეღოველი და ბაპტისტი. დრტვინავენ,ბორგავენ ძვლები ათონელთა_ ყრიან ფოლიანტებს ფუნაში, ,,ხანძთელს”და,,შუშანიკს” ნაგავს უწოდებენ და ყრიან სანაგვე ურნაში. ბავშვებს დაუკარგეს ეროვნება, მამის სახელი და თესლ-ტომი, ენასაც ინგლისურ-ფრანგულად უცრიან (აფსუს,რა დედაენის პატრონნი)! ნუთუ ოკეანემ შთანთქა ვეშაპივით ჩვენი ენგური და არაგვი, ნუთუ ისრის კონა მართლა დაიშალა, ახდა სულხან-საბას არაკი?! ნუთუ, საქართველოვ,მისთვის გენთო რუსთველზე ტიტების ხანძარი, რომ ღვთისმგმობლებმა შერყვნან და შებილწონ, შენი უწმინდესი ტაძარი?! თუ ადრე გტაცებდნენ, ჰყიდდნენ მამლუქებად თავის თავს დღეს ნებით ჰყიდიან, მიდიან,ბრუნდებიან მერე მანქურთები და...მერე უსულგულოდ გყიდიან. ...და მაინც თათარი,მონღოლი რომ გმტრობდეს, გულს მოიოხებდი ხმლის ქნევით,_ შენივე თვისტომი,სისხლ-ხორცი არ გინდობს, შიგნიდან ტყდები და ინგრევი... სისხლის ცრემლს აფრქვევს ღვთისმშობელი, დიდგორთან მწუხრია და ბინდია... ეკლიან ვარდებით მოდის გაზაფხული... მიდიან... ბრუნდებია... გყიდიან!!! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |