.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » წარსულზე ფიქრი ნ.კოლხი
18:28
წარსულზე ფიქრი ნ.კოლხი

წარსულზე ფიქრი იქნებ არა ღირს, 
მაგრამ ხომ მაინც იდარო უნდა, 
სანამ მთებიდან მოჰქუხს არაგვი 
და მტკვარი ოხრავს სამშობლოს გულთან, 

წარსულზე დარდი იქნებ არა ღირს, 
იქნებ არა ღირს ეგ გარინდება, 
მაგრამ კრწანისთან სანამ არაგვი 
იქ ჩაყრილ ძვლებზე აბაბინდება_ 

უნდა იდარდო,ინარვლო უნდა, 
იმ ძველი სევდით,სევდით ქართულით, 
ორივე მკლავზე ბორკილად,ხუნდად, 
მამულის გედოს კვლავ სიყვარული; 

რადგან შენა ხარ...ვინა ხარ,იცი? 
ფეხტა მტვერი ხარ დიდი თამარის 
და თუ მის ტახტზე დღეს მორჭმით ზიხარ 
და ქუდად გიჩანს ზეცის კამარი_ 

მე მინდა გკითხო (თუნდაც რომ ცივი 
გეჩვენოს კილო ამ კითხვის ცოტა...) 
გაუძლებ,როცა მოვა არწივი, 
ამირანივით დაგიწყებს კორტნას? 

წაიცხებ ტანზე თაფლს ცოტნესავით, 
დაწვები მზეზე ხელგაბაწრული, 
შეძლებ,თავს დადებ დემეტრესავით, 
ოღონდ გადარჩეს შენგნით მამული?! 

საკუთარ სისხლ-ხორცს გასწირავ ნებით, 
როგორც გასწირა მამამ პაატა, 
გორგასალივით მტერს დაუხვდები 
და შეაკვდები თბილისის კართან?! 

აჩრდილთა დევნა იქნებ არა ღირს 
და ჯობს აწმყთი იცხოვრო მხოლოდ... 
მაგრამ სანამ კი მოჰქუხს არაგვი 
და ანანურთან სამას გმირს გლოვობს_ 

უნდა შეგეძლოს განწირვა თავის, 
რადგან შენა ხარ...ვინა ხარ,იცი? 
ფერხთა მტვერი ხარ დიდი დავითის, 
მასთან შეკრული მოვალის ფიცით; 

და რადგან მამულულს დღეს ისევ უჭირს, 
უნდა გახსოვდეს,იცოდე უნდა, 
უსაქმოდ ფიცი სიტყვაა ფუჭი_ 
იუდას მუჭში ჩაყრილი ხურდა.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 978 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]