.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ზიარების წინ სათქმელი ლოცვა
13:58
ზიარების წინ სათქმელი ლოცვა

ზიარების წინ სათქმელი ლოცვა 

მრწამს უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად, ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. 

კვლად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი; შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ!

ესერა მივეახლები საღმრთოსა ზიარებასა, შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი, არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა. სერობასა საიდუმლოისა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ, მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა. დიდება შენდა ღმერთო.

კატეგორია: ♥რელიგია | ნანახია: 1540 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 4.0/7
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]