.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » ზღვის ქაფი (ნაწილი I)
17:17
ზღვის ქაფი (ნაწილი I)

ტორტმანით მიუყვებოდა გრძელ, ლამპიონებით განათებულ ცარიელ ქუჩას, რომელიც ორივე მხრივ ხეებით იყო შემოსაზღვრული, როგორც ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ქუჩები არიან ხოლმე. არსად ჩქარობდა, პირიქით, რაღაც ამოუცნობ სიამოვნებას ანიჭებდა ზანტად სიარული. უცნაურად იყო ჩაცმული. კოჭებამდე ჩაჩაჩული ყავისფერი ნაჭრის გახეხილი შარვალი და თხელი თეთრი საზაფხულო გამჭირვალე მაისური. ბოლოებში ოდნავ აპრეხილღერებიანი თმები მხრებზე ეყარა. გრძელი თითები, რომელთა ნატიფი მოყვანილობა შორიდანაც კი ჩანდა, გაშეშებული ქონდა. ორ თითს შუა უკვე ნამწვავად ქცეული სიგარეტის ღერი ქონდა გაჩრილი და თვითონ მტევანი ხელუკუღმა ედო თეძოზე. დროდადრო თვალებზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან იწევდა. ის მაინც ჯიუტად ეურჩებოდა.
უეცრად რაღაც ხმა მომესმა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს მხოლოდ მისი მობილური იყო, როცა ჯიბიდან ამოაძვრინა და ხელის ნაზი მოძრაობით, ისე რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, უპასუხა.
- გისმენ, - გაისმა ქალური, ამავე დროს კი ოდნავ ხრინწიანი ხმა. 
- რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, სად ვარ. - ხმაში აშკარად იგრძნობოდა სიბრაზე და ირონია, რომელსაც ალბათ, ხშირად მიმართავდა ხოლმე. - რომ მნდომოდა თქვენთვის რაიმეს თქმა, დაბარება, გეტყოდით. ნუ მაწუხებთ. კარგად. - გათიშა და გაბრაზებულმა ხელის იმავე მოქნილი მოძრაობით ჩააგდო მობილური ჯიბეში. 
აშკარად ანერვიულებული იყო. ვიგრძენი, კარგ არაფერს უქადდა თავს. მისვლაც კი მომინდა, მაგრამ შემეშინდა, ვაითუ იმავე ირონიით გამისტუმროს-მეთქი. ამიტომ ისევ ხის უკან გავიყურსე.
ფეხს არ იცვლიდა. ცას მისჩერებოდა უაზროდ და არც კი მოძრაობდა. გაოცებული ვიყავი მისი ნებისყოფით. ლამის ჩამომეძინა ხეზე მიყრდნობილს. წასვლაც კი დავაპირე, მაგრამ უეცრად, ჩემდა გასაოცრად, ისევ ის ნაცნობი ხრინწიანი ხმა მომესმა.
- ჰეი, მანდ ვინც ხარ, გამოდი. - შევატყე, იღიმებოდა. - არ შეგჭამ. თან უზრდელობაა ვინმეს უთვალთვალებდე. 
დამნაშავე ბავშვივით გამოვიძურწე ადგილიდან. თბილი, მაგრამ ამღვრეული თვალები ქონდა. რამდენჯერმე შემათვალიერა და როცა იგრძნო, რომ საშიში არაფერი იყო, ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით მითხრა, მოდიო. ასეთი მორჩილება არასდროს არ მქონდა ნაგრძნობი ადამიანის მიმართ.
- აქაური ხარ? - მკითხა, როცა გვერდით დავუდექი და ქუჩას დავუყევით.
- არა. დამსვენებელი ვარ. მემგონი, შენც. 
გამომხედა და გაეცინა. დავიბენი. არ ვიცოდი რა მექნა და თვალები პატარა ბავშვივით დავხარე. უკანასკნელი იდიოტი მეგონა თავი. 22 წლის ბიჭს ვიღაც პატარა, აშკარად თავის თავში დარწმუნებული გოგო მიმონებდა. იმ წამს ისე სასაცილოდ მომეჩვენა ეს ყველაფერი, მეც გამეცინა, თანაც თურმე საკმაოდ ხმამაღლა. 
- რა გაცინებს? - მკითხა მშვიდი ხმით და სიგარეტზე მანიშნა მომიკიდეო. ჯიბიდან სანთებელა ამოვაძვრინე და ახლოს მივუტანე სახესთან. პირველად მომეცა საშუალება, კარგად დავკვირვებოდი. დიდრონი, შავი, ღრმა თვალები და ამავე ფერის წამწამები. თხელი ტუჩები და სწორი ცხვირი. 
- მიმზიდველი ხარ. - ვუთხარი და ენაზე ვიკბინე. საკუთარი თავის გამიკვრდა, მაგრამ მისი რეაქცია უფრო გასაკვირი აღმოჩნდა. ჯერ წარბები შეიკრა და თავი დახარა, მერე მაჯაზე მომიჭირა ხელი და თვალებში ჩამხედა. იმდენად ახალი და უცნაური იყო ეს ყოველივე, დავიბენი. არადა, უდროო იყო. 
- ვიცი, რომ ამ ხიბლს ტკივილი მანიჭებს, რომელიც „ფენოტიპურად" სულაც არ ჰგავს მას. ბედნიერი ქალი არაა მიმზიდველი. მასში იმ იდუმალებას, რომელსაც ახლა ჩემში ხედავ, გაინტერესებს, გიზიდავს - მათში ვერ დაინახავ. და მე ამითაც ბედნიერი უნდა ვიყო... 
არ ველოდი ასეთ პირდაპირ პასუხს. ამ წინადადებით საკმაოდ კარგად მოახერხა ყველანაირი ძალა დამჩლუნგებოდა, იმისათვის რომ ყოველი მათგანი მომეკრიბა და მეც პირდაპირი პასუხით შემეტია მისთვის. აი, ყველაზე დიდი შეცდომა კი ეს იყო. მე ომს ვაპირებდი. ის კი უბრალოდ, იმას ამბობდა, რასაც ნამდვილად გრძნობდა.
ერთი-ორი ნაბიჯიღ ქუჩიდან გადავუხვიე და იქვე მდებარე სკამზე ჩამოვჯექი. ისიც მომიჯდა. თითები ჯერ კალთაში ჩაიწყო, მერე მაისურის ქვეშ შეიძვრინა და თვალები დახუჭა.
- სახელი? - მკითხა ისე, არც კი შერხეულა.
- ნიკა, - ვუთხარი მშვიდად. - შენ?
- ნინო. 
- ტიპიური ქართული სახელი, ისევე როგორც ჩემი. 
- მოდაში იყო ადრე. თუმცა, სიმართლე გითხრა, ძალიან მომწონს ჩემი სახელი. 
- ხო, წმ. ნინო...
- აგნოსტიკი ვარ, - გამიცინა.
- მეც. - გავუცინე საპასუხოდ.
- ოო, ბევრი გვქონია საერთო. 
- საკმაოდ. 
ვიგრძენი, ისევ მე უნდა დამერღვია ჩვენს შორის გამეფებული სიჩუმე.
- რამდენი წლის ხარ?
- გთხოვ, ოფიციალური კითხვები არ გვინდა, მაგრამ თუ ძალიან გაინტერესებს, გეტყვი, რომ 18 წლის ვარ, თბილისიდან და ა.შ. ნუ, რა საინტერესო კი ეგაა.
- აბა, რაზე ვისაუბროთ?
- ადამიანები, ღმერთი, ცოდვები, სიყვარული, სექსი, რწმენა, რელიგია, ლოდინი, სითბო, სამყარო, უცხოეთი, ხელოვნება. და ამის მერე მეკითხები თემას?
გავუღიმე. 
- ბავშვობიდან ვწერ... - გამომხედა თბილი სახით და ჩემს თვალებში რაღაცის, ალბათ ინტერესის ძებნა დაიწყო. - არ მეტყობა, ხო?
თავი გავაქნიე.

მოკლედ, საცდელი თავია. ვიცი, დაინტერესება დიდი არ იქნება, მაგრამ მაინც მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობთ. 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 966 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]