.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » ზეცა სულია დედამიწისა
17:23
ზეცა სულია დედამიწისა

ზეცა სულია დედამიწისა
და ეს სამყარო არის ხატი მომავალისა,
დიდ უფლის დღისა, 
როდესაც სული გადაიქცევა ხორცის სამოსად.
ედემის ბაღში ჩვენი ყოფა ხომ ასე იყო,
მანამდე სანამ ვამჯობინეთ კეთილს ბოროტი
და შევიქენით მოწილენი ამაო ხსნისა .
პირველ ცოდვის ქვეშ ვართ ყოველი თანაზიარი
და რაც მოვიმკეთ ნაუოფია იმ დაცემისა,
არც მეტია და არც ნაკლები- 
მსგავსი მსგავსს ერთვის,
სხვა გზა სავალი ჩვენი თავისთვის არ გაგვიხსნია.
...ეს მერვე დღეა და ყოველივეს ეხდება ფარდა 
დგება ყოველის გამხილების ბოლო საათი,
როს ცხადზე ცხადი შეიქმნება თუ ვინ ვინაა 
...და საიდუმლო გაიხსნება იგი ბარათი.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]