.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ზამთრისპირი ავტ.ნ.კოლხი
00:57
ზამთრისპირი ავტ.ნ.კოლხი

ზამთრისპირის ტყე_ჩუმი და მკაცრი, 
ჩამოძონძილი მთების კალთები, 
დღე_ნაცრისფერი,თავისი ცივი 
დაიდუმალი გამონათებით. 
გზა_ნაწვიმარი და გაძარცვული, 
ზეცა_საკინძეჩამოხეული, 
მიწა_ნაგვემი მაცხოვარივით, 
ქარი_შმაგი და გადარეული. 
რას,რას მაგონებ ასე ნასეტყვი? 
რას,რას მაგონებ ასე შიშველი?! 
მე მტკივა შენი ყველა ტკივილი, 
მაგრამ ვაი,რომ ვეღარ გიშველი. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 913 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]