.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » ზამთარი ნ.კოლხი
17:14
ზამთარი ნ.კოლხი

ამ უსაშველო ფიფქების ცვენამ 
და საფიქრალმა წამლეკოს ლამის, 
მე ვარ და ჩემი თეთრი ნაბადი 
გამთენებელი უძირო ღამის. 

როცა ვიგონებ დაკარგულ სითბოს 
და როცა ვდარდობ დაკარგულ ბედზე,_ 
ჩამოდის ზეცა უთვალავ ლაშქრით 
და ყამარ-ქალის ნაკვალევს ეძებს. 

...და დავიღლებით როდესაც ძებნით, 
როდესაც ქრება სურვილი ქროლვის,_ 
ჩემი სულიდან მოჟონავს ცრემლი 
და ატირდება ღვარ-ღვარად თოვლი. 

ნ.კოლხი 
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 927 | დაამატა: | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]