.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ვუძღვნი ყველა მარტოსულს ამ ქვეყანაზე ( ნ.კოლხი)
21:08
ვუძღვნი ყველა მარტოსულს ამ ქვეყანაზე ( ნ.კოლხი)

როდესაც წვიმა დაალბობს ქუჩებს 
და მდუმარება დაისავანებს, 
დაეძებ შენთვის მყუდრო სამყოფელს 
და მარტოობის ჩვეულ სავანეს. 

არ ელოდები ახლა არავის, 
არ უსმენ თრთოლვით არვის ნაბიჯებს, 
ვისაც სურდა და არ დაიზარა, 
დიდი ხანია გადაგაბიჯეს. 

ვეღარ ივიწყებ გამოწვდილ ხელებს, 
წამალს კი არა,შხამს რომ მალავდა, 
შენ ერთი_ღმერთი იწამე მხოლოდ, 
რადგან გჯეროდა დაგიფარავდა. 

მაშინაც,როცა ეგონეთ მშვიდი, 
ცრემლების მძივი ყელზე გეყარა, 
შენ შენთვის მარტო იყავი მუდამ, 
თავისთვის იყო მთელი ქვეყანა. 

მაშინაც,როცა ეგონეთ ლაღი, 
გრძნობდი ბოროტი სჯაბნიდა კეთილს, 
ტიროდი ქვებზე გარჩენილ კალმახს 
და თამუნიას,ფეხებმოკვეთილს. 

არც თანაგრძნობა არ გითხოვია, 
ვინ მოგირჩენდა ან კი იარებს, 
სხვისი ტკივილი რაში ადარდებთ, 
თავისიც ჰყოფნით ადამიანებს. 

მომავალს ვეღარ მიაყურადებს 
დარდით დახრილი შენი სხეული... 
და გენანება ზღაპრული კოშკი, 
ჟამთა სიავით ჩამონგრეული.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 884 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]