.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » უტყვად გავქცერი გზას ლოდინიანს ფიქრია ძველი.
13:04
უტყვად გავქცერი გზას ლოდინიანს ფიქრია ძველი.

1. მინდა სიჩუმის ენა ვისწავლო,აღარ დაგიწერ ლექსებს,მხოლოდ გიყურებ... მინდა ჰანგების ხატვა ვისწავლო... შენ არ დაგხატავ, მხოლოდ გიყურებ... მინდა გრძნობებით სუნთქვა ვისწავლო... აღარ გაკოცებ, მხოლოდ გიყურებ... მინდა გულიდან ხედვა ვისწავლო... თვალებს დავხუჭავ, ისე გიყურებ...
2. უტყვად გავქცერი გზას ლოდინიანს ფიქრია ძველი. მოხვალ ოდესმე? თუ დარჩები მგზავრი – გამვლელი.. ჩემი თვალებით გაკვალულ შარას თუ დაედება ვეება ლანდი... დღემდე ასეთი ფაქიზი იყავ, დღემდე ასეთი ლამაზი მწამდი...
3. მენატრები,მოდი მაგრად ჩამეხუტე, ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად. მეშინია სიყვარულის და ეს შიშიც, არ დამტოვებს შენს თვალებში მიუსაფარს
4. მოდი! მონატრებას კარი მოანგრიე, წიხლით ჩამოუღე გამხდარი ფერდები, უშნოდ ამაყი და ვნებით თვალებმღვრიე, ხომ ხედავ, უჩემოდ უდროოდ ბერდები.
5. ჩემი უშენობა ჯერ ვერ ავითვისე, ვცდილობ, ყველა წუთი მშვიდად ავიტანო. ამ დროს სულ ყველასგან მინდა, გავნაპირდე, მერე ქაღალდებზე სიტყვად დავიღვარო.
6. მიილია მარტის არეული თვე და... შევერიე აპრილს ...თუნდაც მარტო დავყვე უსასრულო ნაპირს გავიყოლებ მარტს და დაგიტოვებ აპრილს...
7. აბა რად მინდა, რომ გერქვას ჩემი-მე შენი სუნთქვა თუ არ ჩამესმის...
8. ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს გავდეს სადაც ღიმილი ბევრის მთქმელია ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს გავდეს სადაც სუყველა ბედიერია......
9. ჩემი ყველა დილა მინდა ლექსად გითხრა, ჩემი გაზაფხულის ერთი ტოტი შენ გაჩუქო. ტანაშვებულ ნუშის კაბით როგორ ვაგიჟებდი ნიავს, ღობის ძირში როგორ იდგა ყოჩივარდა უმიზეზო.
10. მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს..."

კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 1029 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]