.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » უყვარხართ თუ არა გარშემომყოფებს? (ტესტი)
12:44
უყვარხართ თუ არა გარშემომყოფებს? (ტესტი)


თუკი ამ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, სცადეთ, ის ამ ტესტისგანაც მიიღოთ. სხვადასხვა სატესტო მეთოდიკა არსებობს. ტესტი-კითხვები, ტესტი-დებულებები. განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი ტესტი-დებულება. უპასუხეთ "დიახ”, თუკი ეთანხმებით მოცემულ დებულებას, ან "არა” – თუკი არ ეთანხმებით.

1. უნდა გახსოვდეთ, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ყოველ წამს გაფასებენ ადამიანები, რომლებთანაც გიწევთ ურთიერთობა.

2. ადამიანს საკმარისად უნდა ჰქონდეს განვითარებული დამოუკიდებლობის გრძნობა, რომ მეგობრებთან ჰობის შესახებ ისაუბროს და არ მიაქციოს ყურადღება იმას, იზიარებენ თუ არა ისინი მის გატაცებას.

3. ყველაზე ბრძნულია ღირსების გრძნობა შეინარჩუნო მაშინაც, როცა სხვაგვარად მოქცევის ყველაზე დიდი ცდუნებაა.

4. თუკი ადამიანი სხვის საუბარში შეცდომებს ამჩნევს, უნდა შეუსწოროს.

5. როცა უცნობ ადამიანებს ხვდებით, საკმაოდ გონებამახვილი უნდა იყოთ, უშუალო და მომხბვლელი, რომ მათზე შთაბეჭდილება მოახდინოთ.

6. როცა სხვა ადამიანს წარუდგენენ თქვენს თავს და მის სახელს ვერ გაიგონებთ, უნდა თხოვოთ განმეორება.

7. დარწმუნებული ხართ, რომ პატივს გცემენ იმისთვის, რომ არასდროს აძლევთ სხვას უფლებას, იხუმროს თქვენზე.

8. ყოველთვის გაფაციცებული უნდა იყოთ, თუ არა - გარშემომყოფები დაგცინებენ.

9. თუკი გონებამახვილ ადამიანთან გაქვთ საუბარი, სჯობს, არ ჩაებათ შეჯიბრში, მიაგოთ საკადრისი პატივი და საუბარს გამოეთიშოთ.

10. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ მისი განწყობა შეესაბამებოდეს იმ კომპანიის განწყობას, რომელშიც იმყოფება.

11. ყოველთვის უნდა ეხმარებოდეთ მეგობრებს, რადგან თქვენც შეიძლება მათი დახმარება დაგჭირდეთ.

12. არ ღირს სხვებისთვის დიდი სამსახურის გაწევა, იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, ძალიან ცოტა თუ დაგიფასებს გაკეთებულს.

13. სჯობს, სხვები იყონ დამოკიდებული თქვენზე და არა – პირიქით.

14. ნამდვილი მეგობარი ცდილობს, მეგობრებს დაეხმაროს.

15. ადამიანმა უნდა გამოამზეუროს საუკეთესო თვისებები, რომ ღირსეულად მოექცნენ და შეაქონ.

16. თუკი კომპანიაში ისეთ ანეგდოტს ყვებიან, რომელიც გაგიგონიათ, ამბის მომყოლი უნდა შეაჩეროთ.

17. თუკი კომპანიაში ანეგდოტს ყვებიან, რომელიც უკვე გაგიგონიათ, ზრდილობიანი უნდა იყოთ და მთელი გულით გაიცინოთ.

18. თუკი მეგობართან მიგიპატიჟეს, თქვენ კი კინოში წასვლა გჭირდებათ, უნდა თქვათ, რომ თავი გტკივათ ან რამე სხვა მიზეზი მოიგონოთ. ნამდვილი მიზეზის გამხელით მეგობრის წყენის რისკი დიდია.

19. ნამდვილი მეგობარი ყოველთვის ითხოვს, რომ მისი ახლობლები საუკეთესოდ მოეპყრონ მაშინაც, როცა ეს არ სურთ.

20. ყოველთვის, როცა ვინმე საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, ადამიანებმა დაჟინებით და ჯიუტად არ უნდა დაიცვან საკუთარი შეხედულება.

ტესტის შედეგები:
თითოული კითხვისთვისთვის, რომელიც ემთხვევა სწორ პასუხს, საკუთარ თავს 5 ქულა მიუთვალეთ.

სწორი პასუხია "დიახ” – დებულებებზე 13,14, 20; "არა” – ყველა დანარჩენზე.

შეკრიბეთ ქულები:

85-100 ქულა — ფრიადი; 
75-80 ქულა — კარგი; 
65-70 ქულა — დამაკმაყოფილებელი; 
0-60 ქულა — ცუდი.

რაც მეტია ქულების რაოდენობა, მით მეტი საფუძველი გაქვთ, ჩათვალოთ, რომ გარშემომყოფებს უყვარხართ. 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები | ნანახია: 1011 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]