.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » თურმე ტკივილი კი არ ქრება , მხოლოდ ყუჩდება.
14:37
თურმე ტკივილი კი არ ქრება , მხოლოდ ყუჩდება.


შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება, ერთად ქუჩდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება,
ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს,
ახლა უშენოდ ის ცივა, როგორც არასდროს!...
გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები,
ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?!
დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი,
თუ გამოჩნდები, სასწაულად მოგეფერები...
შენს თვალებში ხომ ანათებენ ათასფერები?!
მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები,
სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,
დაბრუნდი, ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...
უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება, დუმდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება , მხოლოდ ყუჩდება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 859 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]