.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » თუ სიყვარული ტკივილია- ტკივილი რაა? ავტორი : წყარო მანო- -мано
23:56
თუ სიყვარული ტკივილია- ტკივილი რაა? ავტორი : წყარო მანო- -мано

1.მე ვგავარ როიალს, ლამაზს და არეულს, რომელზე დაკვრას შენ ვერასოდეს ისწავლი 
2.მიყვარს ეს ცხოვრება! მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ის,ვინც ეს ცხოვრება მაჩუქა... მიყვარხარ დე! ♥♥♥ 
3.ყველა კაცს,თუ კი ძალიან ეცდება შეუძლია ქალის გული მოინადიროს,მაგრამ ცოტას თუ შეუძლია ისე დაშორდეს მას,რომ გული არ ატკინოს.ეს რომ შეძლო.... ნამდვილი მამაკაცი უნდა იყო და ქალის ფასი უნდა იცოდე....... 
4.უფალო,მასწავლე ლოცვა,რათა ვისმინო შენი ხმა,მომეცი თვალი,რომელიც შენს ნათელს ხედავს.მინდა გისმინო,რათა მიყვარდეს და სანაცვლოდ არაფერს ველოდე.ვიყო მადლიერი და არ ვკარგავდე წინსვლის სურვილს.მქონდეს გულისხმიერება,რომ დავაფასო ადამიანები,რომლებიც მიყვარს,ვერ შემცვალოს ცივმა ცხოვრებამ.მქონდეს სიმტკიცე,რათა დავძლიო სევდა და ტკივილი.გამაჩნდეს მოთმინება,რომ ყველა განსაცდელს მშვიდად შევეგებო.ვიყო ბავშური,რომ არ დავკარგო ოცნების და მომავლის რწმენა.მქონდეს ძალა,რომ სიყვარულისთვის და ღირსებისთვის ვიცხოვრო 
5.როდესაც ადამიანი გიყვარს, ასაკი, სიმაღლე ,მანძილი და წონა მხოლოდ რიცხვებია... 
6.მჯერა მოვა დრო,დარჩენილებს გული დაწყდებათ,სიყვარულისა და სითბოსთვის მოსული რომ სიცივით მომკლეს.. 
7.გავიდა, ცხოვრება გავიდა, ვიჩქარე, ამაოდ ვიჩქარე, ვერაფერს დავიწყებ თავიდან, არაფერს აღარ ცვლის სიჩქარე. დაბერდა, ოცნება დაბერდა, თვალებში ჩამდგარა ლოდინი, მომავალს ამაოდ ვაგებ და მხრებს მაწევს ასაკი ლოდივით. გაკაფეს, ის ტევრიც გაკაფეს, განსაცდელს მიმზადებს ვერაგი და, არად დაგიდევთ საკაბეს, რამეთუ, მამძიმებს პერანგიც. 
8.მალე გაწვიმდება, წვიმა ნაღვლიანი სულის ნოსტალგიას შველის, ზეცა ატირდება, სითბო მომინდება, ნახვა მომინდება შენი, სევდა მომეძალა, როგორ მენატრები, დარდმა წამიშალა ფერი, მე შენს მოლოდინში სული დამეღალა და მაინც ჯიუტად გელი.." 
9.არ მინდა ბატონო ყურება თვალებში უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია.. წადით სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები, წადით ხომ იცით რომ წლები არ იცდიან. არ მინდა ბატონო , მე ჩემთვის ვიქნები, რა ვქნა თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია, თქვენ სხვას მიუტანეთ გული და იები ჩვენს დედამიწაზე ქალი იმდენია. არ მინდა ბატონო , ჩემი სამყაროა ზღურბლს არ გადმოსცილდეთ თქვენ იქით დადექით.. თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა ხოდა მომიტევეთ მოხურეთ კარები. 
10.თუ სიყვარული ტკივილია- ტკივილი რაა? იქნებ რაიმე ვერ უთქმელი, გულში ჩაკლული.. თუ სიყვარული ცრემლი არის, მაშ ცრემლი რაა? იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული ... თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს, ვინა ვარ თვითონ?ალბათ მიხვდებით სიყვარულზე შეყვარებული. . . თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?არარაობა სიძულვილით დამშვენებული . 
11.ღმერთები? _ღმერთები თავად ვართ და... ჩვენს თავს თვითონ უნდა ვუშველოთ... თბილისი? კარგია თბილისი... მაგრამ სულ არ ვარგა უშენოდ.... ვიაროთ დე იყოს ივლისი... ოცნებას ფრთები უნდა ვუშენო... მე მიყვარს, ხო მიყვარს თბილისი....მაგრამ .....სულ არ მიყვარს უშენოდ... ...გაავდრდა წვიმაა, ბილიკს შლის... ნეტა თქვენ არ გცივათ ნუშებო? რამდენი ხალხია თბილისში, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ უშენოდ. 
12.გულო გთხოვ არ მიღალატო, არ მაგრძნობინო ტკივილი,შენ კარგად იცი ჩემი ზნე,არ მიყვარს ბედზე ჩივილი. ამ მუხთალ წუთისოფელში მხოლოდ შენი მაქვს იმედი, აქამდე ხომ შენ მაცოცხლე, ახლაც მაცოცხლე მცირედი." 
13.ძლიერი ხარო მეუბნებით და მეშინია,ყველაზე დიდი შეცდომები ძლიერებს მოსდით.ცხოვრება ჩემზე მოუთმენლად დაგეშილია, მე სიკვდილამდე დამიჯერეთ,ათასჯერ მოვკვდი... 
14.იქნებ შეცდომაც ბევრი მოგსვლია, მაგრამ არასდროს არის გვიანი, კაცში ეძებო პატიოსნება და მათხოვარში ა დ ა მ ი ა ნ ი! სხვის ტახტრევანზე გული ნუ გწყდება, დრონი მეფობენ არა მეფენი, ამაღლებული სულით იცხოვრე კარგ ადამიანს როგორც შეჰფერის! ყოველი სიტყვა აწონე ისე სხვისი სული არდააზიანო, შენთვის არავის დაესვას კითხვა- რა დაგიშავე ა დ ა მ ი ა ნ ო ??? 
15.წლებმა გაიარა ბევრჯერ ამატირა, ბევრჯერ ჩამაფიქრა დიდხანს, თუმცა ეხლა ვხვდები თუ რა გრძნობა არის, როცა სიგიჯემდე გიყვარს........ ბევჯერ გავებუტე მთვარეს სევდიანი, ბევრჯერ ავიტანე ტანჯვა, ჩემი დრო მოვიდა ვიყო ბედნიერი, ყველა მოგონება დავწვა.... ტკივილს არ შველის სიტყვა ბოდიში, წამით არ რჩება სულის იარა, დაე იტანჯონ ჩემი ყურებით, თუ ვინმემ გულზე გადამიარა.. 
16.ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს რადგან არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება სწორედ მას ვტოვებთ სწორედ მას ვკარგავთ ვინც არასოდეს მიგვატოვებდა!!! გავუფრთხილდეთ სიყვარულს სანამ ცხოვრება მიდის როგორც მზე შინა თორემ ერთხელაც ''ის...'' წავა რომელიც ქვეყნად ყველას გერჩია! 
17.ჩემი ბრალია ყველაფერი... არავის ვგავარ... არც ეს ლექსია სხვების მსგავსი, ჩემია ისიც... ტკივილისაგან გალუმპული წვიმაში ვდგავარ... და ჩემის გარდა, არ მასვენებს ტკივილი სხვისი... მხოლოდ ერთს გეტყვი... სიცოცხლეზე და ჩემზე მეტი... რაც გამაჩნია - ეს გულია... სხვა, აბა, რა მაქვს?... შენა ხარ ჩემი ერთადერთი... რა?... წვიმის წვეთი... მე შენი სითბო ამ წვიმაში პეშვებით დამაქვს... 
18.როგორ მომენატრა თოვლი.ნეტავ დღეს დაიწყოს თოვა..სიჩუმე,მომცველი ყოვლის,იისფერ თვალებით მოვა და ცივი სიჩუმის მიღმა, ღამეებს გავათენებ თეთრად,მგონია დაბრუნდება ვიღაც,თოვლის ფანტელებთან ერთად... 
19.მე ზუსტად ვიცი რაა ნამდვილი_ მთელი ცხოვრება სასწაულს ველი...ჩემი მოსმენა არის ადვილი,მაგრამ გაგება ცოტათი ძნელი... გულში არ დამრჩა ბოღმის ადგილი, ყალბი სიტყვებიც აღარ მჭირდება, ჩემი დაკარგვა არის ადვილი, მაგრამ... მოძებნა გაგიჭირდება. 
20.არ მეშინია უკვე არაფრის, მე დასათმობი დავთმე ბოლომდის, დღეს სინანულის ქარი არა ქრის, დაუსრულებელს ვირჩევ მოლოდინს... ჩემი სიკვდილი და დგომა ცალკე, ლექსების სიკვდილს რადგან მერჩივნა, მე მოველ შენთან, რომ დამეკარგე, და... სიყვარული გადამერჩინა. . 
21.მიყვარდა? ჰო კიდეც მიყვარდა, ვმღეროდი ? ჰო კიდეც ვმღეროდი მე მძულდა? ჰო მძულდა ვიღაცა ველოდი?ოჰ როგორ ველოდი .... ტიროდი ? ჰო კიდეც ვტიორიდი , რა დამრჩა? წარსულზე დარდები , ეძებე ? ვეძებე.... ვეძებე... და მერე - კიდევაც დავბერდი... 
22.რა არის სიყვარული? ისეთი არაფერი... თვალებს დახუჭავ და მოვა... მერე დაიწყება, ვისთვის ვარდისფერი... ვისთვის ნაცრისფერი თოვა... დარდი გაბევრდება... ცრემლი დაბერდება... ლოცვა დაიღვრება გლოვად... რა არის სიყვარული? ისეთი არაფერი... თვალებს დახუჭავ და მოვა.. 
23.სიკვდილი ბევრად ჯობია ღალატს,ვინა თქვა ვითომ მისი ტოლია? სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს, ღალატის მერე-არა მგონია! 

ავტორი : წყარო მანო- -мано
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 1474 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]