.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » ცოლი, მუზა თუ საყვარელი? (ტესტი)
13:11
ცოლი, მუზა თუ საყვარელი? (ტესტი)

”ჩემნაირები ცოლად მოჰყავთ და შენნაირებს ლექსებსა და სიმღერებს უძღვნიან”, - ბევრს უთქვამს ალბათ და სინამდვილეშიც ასეა. ზოგ ქალს მამაკაცები ერთგულ ცოლებად აღიქვამენ, სხვებს – როგორც სასურველ საყვარლებს, ზოგი კი შთაგონების წყაროა და მუზის როლი აკისრია.
რომელ ტიპს ეკუთვნით თქვენ? თუ ამის გაგება გსურთ, ქვემოთ მოტანილი ტესტი მოსინჯეთ:

1. თუ ქუჩაში მამაკაცი თქვენს გაცნობას ცდილობს:

ა. უხერხულად გრძნობთ თავს,
ბ. ტკბებით თქვენი მომხიბვლელობით,
გ. ხალისით განაგრძობთ ურთიერთობას.

2. კოლეგის დაინტერესებულ მზერას ამჩნევთ, და:

ა. ეკითხებით, რაშია საქმე,
ბ. კიდევ ერთ ღილს იხსნით ბლუზაზე,
გ. სამსახურის შემდეგ თქვენთან ყავაზე ეპატიჟებით.

3. კითხულობთ თუ არა წიგნებს სექსზე:

ა. სხვა ლიტერატურა მირჩევნია,
ბ. დიახ, საკმაოდ ხშირად,
გ. თავად შემიძლია ასეთი წიგნის დაწერა.
4. რას გააკეთებთ, თუკი თქვენი რჩეულის ერთგულებაში დაეჭვდებით:�

ა. სკანდალს ააგორებთ,
ბ. სრულ თავისუფლებას მისცემთ.
ვ. სექს–მარათონს მოუწყობთ.

5. რისთვის არ გენანებათ ფული:

ა. სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად აუცილებელ ნივთებზე.
ბ. სუნამოზე,
ვ. სექსუალურ თეთრეულზე.

6. როგორი გინდათ, ჩანდეთ მამაკაცის თვალში:�

ა. ქალური,
ბ. იდუმალი,
გ. ვნებიანი.

7. მამაკაცის გაცნობისას, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევთ:

ა. მის საქმიანობას,
ბ. თქვენით დაინტერესების ხარისხსა და დონეს.
გ. სპორტულ ფიგურას.

ტესტის შედეგები:

პასუხების უმეტესობა არის "ა”:
ტიპური ცოლი ბრძანდებით. მამაკაცი აღგიქვამთ, როგორც კერის დამცველს, შვილების დედასა და ადამიანს, რომელთანაც სისუსტის წამებში შეიძლება გულის გადაშლა და ცრემლის დაღვრაც კი. სწორხაზოვანი და გულგახსნილი ხართ. მამაკაცს თქვენთან ეადვილება და მყუდროდაა, მაგრამ ხშირად ბეზრდება ოჯახური ცხოვრების ერთფეროვნება და ახალი თავგადასავლები ენატრება.
პასუხების უმეტესობა ”ბ”:
მუზა ბრძანდებით. იცით, როგორ იყოთ მომხიბვლელი და მაცდური, მაგრამ მათთან კატათაგვობანას თამაშს ამჯობინებთ. უეჭველია, რომ ბევრი ფარული თაყვანისმცემელი გყავთ. მაგრამ უნდა გადაწყვიტოთ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავი უფრო გიყვართ თუ მამაკაცი?
პასუხების უმრავლესობა ”გ”:
ნამდვილი საყვარელი ხართ. ამჯობინებთ, თავად ინადიროთ მამაკაცებზე და ყველა მათგანს როდი შეუძლია თქვენს სექსუალურ მადას გაუძლოს. თქვენთან ცხოვრება – მდგრადობის და გამძლეობის გამოცდაა. სხვა საქმეა – თუკი თქვენთან მოსაწყენ ოჯახურ ტვირთს გაურბის.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები | ნანახია: 935 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]