.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » ცილისწამება ანა ახმატოვა ( თარგმნა ნ.კოლხმა)
14:21
ცილისწამება ანა ახმატოვა ( თარგმნა ნ.კოლხმა)


ყველგან,ყოველთვის თან დამდევდა ცილისწამება, 
ხმა მის ნაბიჯთა ჩემთვის მუდა იყო წამება, 
ულმობელ ცისქვეშ,მკვდარ ქალაქში დაძრწოდა იგი, 
ეძებდა სისხლს და პურს ეძებდა კვეხნით და ლიქნით. 
იმის ანარეკლს მე ვპოულობ ყველას თვალებში, 
თითქოს ღალატის,გამცემლობის შლამში ჩავეშვი, 
მის გამოძახილს ახალ-ახალს შიშით არ ვხვდები, 
მზად მაქვს პასუხი,ღირსეულად,მედგრად დავხვდები. 
მაგრამ წინასწარ უკვე ვხედავ დღეს გარდაუვალს_ 
დილის ცისკარზე მეგობრები შემოვლენ ჩუმად, 
უტკბილეს სიზმრებს შემიშფოთებს გრძნობები მკვახე, 
გაყინულ მკერდზე დამადებენ ქვითინით სახეს; 
შემოვა ისიც...ვინ გაიგებს თუ როდის მოვა, 
მის დაუღლელ პირს არ ბეზრდება ხომ სისხლის წოვა, 
მისი ხმა-ჭორით გატენილი და არა მშვიდი 
იქნება ჩემთვის წირვა-ლოცვა და პანაშვიდი. 
უცებ გახდება გასაგები ირგვლივ ყველასთვის 
მისი ბოდვები...ჩავეფლობი მათში ყელამდის, 
რომ ვერ შეხედოს მეზობელმა თვალსი მეზობელს, 
სიცარიელემ ტანი ჩემი შთანთქას ესოდენ... 
რომ სული ჩემი კიდევ ერთხელ აენთოს ისევ 
კვლავ მიწიერი უმწეობით,გაფრინდეს ცისკენ 
და გამტენიის ნისლშიც მსრბოლიც სწუხდეს იმაზე 
ველურ წუხილით...რაც აქ ხდება-დაბლა,მიწაზე.

 ანა ახმატოვა  ( თარგმნა  ნ.კოლხმა)
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 933 | დაამატა: | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]