.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ?
17:11
ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ?

ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ? 
მაგრამ უშენოდ როგორ ვიქნები?
ჩამოწვებიან მთებზე ღრუბლები
და ჩემში ისევ შენზე ფიქრები.

შენი სუნთქვა ვარ,სულის ძახილი,
გულიდან გულში გადაძახილი.
ოდეს ზმანება ძველთ უძველესი
საზეო ზღვარზე ჩქამით ნახილი.

შენ გზას მიყვები აშადრევნებით
და დანარჩენი არც გედარდება,
მე კი უშენოდ მთელი სამყარო
არც მემღერება, არც მევარდება.

აბა რა ვიცი ხვალ რა იქნება, 
საერთოდ ხვალ თუ გამითენდება, 
მაგრამ დღეს შენით ვიღებ სამყაროს
და მჯერა ეს დღე არ დამთავრდება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 790 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]