.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » წვიმს...წვეთები წკაპუნობენ))
14:50
წვიმს...წვეთები წკაპუნობენ))


წვიმს...წვეთები წკაპუნობენ,თითქოს მონატრებას მღერიან... მენატრები...უკიდეგანოდ,უსაშველოდ მენატრები...ისე მენატრები ხანდახან ღამე მეღვიძება და უაზროდ ვტირი,გაუცნობიერებლად...იცი?დგეს პირველად გამეღიმა მას შემდეგ რაც მიმატოვე...უბრალოდ გამეღიმა წვიმის წვეთების ალერსზე და ეს ღიმილი ტუჩის კუთხეში ცრემლად დაიმარხა...იცი?გამახსენდა როგორ გვიყვარდა წვიმა,ის ჩვენი მესაიდუმლე იყო...რატომ მიმატოვე?მე ხომ მიყვარდი...ძალიან მიყვარდი.ხომ დამპირდი არასოდეს მიგატოვებო...ფიცი რატომ გატეხე? 2 წელი გავიდა.ტანჯვის და ტკივილის 2 წელი.იცი?დავდივარ ქუჩაში,ხალხს ვუყურებ და ყველაში შენ გეძებ,შენს თვალებს ვეძებ,შენს გამოხედვას,მაგრამ ვერ ვპოულობ...ხანდახან უეცარი სევდა მიპყრობს,ისეთი ტვინიდან რომ იწყება და გულში რომ იმარხება...შენთან გატარებული წუთების გახსენების მეშინია,რადგან როცა ვიაზრებ რომ ჩემთან აღარ ხარ რაღაც უცნაური ტკივილი დამივლის ხოლმე მთელ სხეულში და მოძრაობის უნარს მაკარგინებს...დღესაც ამეტირე...ისევ უაზროდ ამტკივდი...არ ვიცი რა ძალამ მაიძულა მაგრამ 2 წლის მერე პირველად გავბედე შენს საფლავთან მოსვლა...მეგონა მოვკვდებოდი მაგრამ იცი?სულიერად დავმშვიდდი...ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს გვერდით იდექი...შემეშინდა მაგრამ არ ვიცი რის...შემეშინდა და წამოვედი...მაგრამ სულის ნაწილი შენთან დამრჩა...წვიმს...წვეთები წკაპუნობენ,ისევ მონატრებას მღერიან... :xx 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 901 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]