.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » თავს ნუ მანატრებ
01:48
თავს ნუ მანატრებ

თავს ნუ მანატრებ,
თორემ ჯერაც მიზეზობს მარტი
და ვურევ ჯერაც ალაგ-ალაგ მზეში თოვლ-წვიმას,
თორემ ვისწავლე 
ღალატი და ჩაწყობა კარტის
და ვერ დავრჩები, ვერ დავრჩები ბედის მორჩილად...
დღეს შენი დღეა
და ხავერდის იების ბარდნის,
თავს ნუ მანატრებ, ნუ მაჟრჟოლებ, როგორც არასდროს,
თორემ ვისწავლე
როლი წყენის და იჭვის მალვის,
სხვათა ალერსი, ამბორი და ვნება გამართობს...
თვალდახელშუა
გაგვიქრება მარტიც, აპრილიც,
ხანძრისფერ კაბებს ჩაიცვამენ ტანზე ატმები,
მომენატრები,
ავტირდები ტკივილაცრილი,
მომენატრები, სიგიჟემდის მომენატრები...
გვიან იქნება
ვაი-ვიშიც, თითზე კბენანიც,
ხუნდად მედება მზის ნასხლეტი ოქროს რკალები,
ვერ წარმოიდგენს
ვერასოდეს, ალბათ, ვერავინ
ბედის დაცინვას, შემნატრებენ ოდეს ქალები...
ყოფას ერქმება
"უაზრობა" და "არსებობა",
ალბათ, შევნატრებ მე თვითონაც შენ ცოლს_
იმ "სხვა ქალს",
თავს ნუ მანატრებ, 
თორემ ვიცი, მეყოფა ძალა,
უარგყოფ, დაგთმობ, რადგან თავზე მეტად მიყვარხარ!..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 951 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]