.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » ტესტები / შეგიძლიათ თუ არა შთაბეჭდილების მოხდენაი
13:39
ტესტები / შეგიძლიათ თუ არა შთაბეჭდილების მოხდენაი

ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთი ნაწილი სხვებთან ურთიერთობისას მუდმივად დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, მეორე კი – ტავს ზედმეტად არ იწუხებს და „ბუნებრიობას" ამჯობინებს. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებითი

ტესტის შეკითხვებს უპასუხეთ „კი" ან „არა".
1.ადვილად შეგიძლიათ სხვა ადამიანებს მიბაძოთი
2.ყურადღების მისაქცევაღ შეგიძლიათ თუ არა სისულელეები აკეთოთი
3.როგორ ფიქრობთ, თქვენგან კარგი მსახიობი დადგებოდაი
4.შეგიძლიათ თუ არა ადამიანებს აფიქრებინოთ, რომ თქვენი განცდები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სინამდვილეში?
5.თავყრილობების დროს ხშირად ხვდებით ყურადღების ცენტრში?
6.სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას განსხვავებულად იქცევითი
7.შეგიძლიათ თუ არა ბოლომდე დაიცვათ თქვენი შეხედულებები მაშინაც კი, თუ მათ სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართი
8.როდესაც ადამიანისგან რაიმეს მიღება გსურთ, ისე იქცევით, როგორც მას ესიამოვნებოდაი
9.შეგიძლიათ გულთბილად მიიღოთ ადამიანები მაშინაც კი, თუ მათთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთი
10.ყოველთვის ბუნებრივად იქცევითი

დავითვალოთ შედეგები. ყოველ დადებით პასუხზე 2 ქულა იანგარიშეთ.

0–6 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაბალი მაჩვენებელი გაქვთ. თქვენი ქცევა არასტაბილურია და არ თვლით საჭიროდ ცვალოთ იგი სიტუაციის მიხედვით. ასეთი მონაცემებით ძნელია კარიერულ წინსვლაზე იფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი ხართ ურთიერთობებში, ზოგიერთი ადამიანისთვის მაინც მიუღებელი იქნებით თქვენი პირდაპირობის გამო.

7–12 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის საშუალო მაჩვენებელი გაქვთ. გულწრფელი ხართ, მაგრამ მუდმივად აკონტროლებთ ემოციებს. როდესაც რაიმე მიზანს ისახავთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ნუ იქნებით. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ გარშემომყოფებს და ამით თქვენი ცხოვრებაც გაიოლდება. მითუმეტეს თუ კარიერის გაკეთებას გეგმავთ, უნდა შეგეძლოთ საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დამყარება. 

13–20 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ. ადვილად ირგებთ ნებისმიერ როლს და, ასევე, ადვილად რეაგირებთ სიტუაციის ცვლილებაზე. ყოველთვის შეგიძლიათ გათვალოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე. იოლად პოულობთ საერთო ენას „საჭირო" ადამიანებთან, ამდენად, კარიერის გაკეთებაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები | ნანახია: 961 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]