.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » ტესტები / რა დღეში გაქვთ ნერვები ?
13:49
ტესტები / რა დღეში გაქვთ ნერვები ?

ჩვენს დროში წონასწორობის შენარჩუნება ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობენ თავდაჭერილი, გაწონასწორებული ადამიანებიც, რომლებიც მღელვარებას იშვიათად გამოხატავენ და სქელკანიანებიც, რომლებსაც ნერვები არასოდეს ღალატობთ.
ამ ტესტის ავტორია ინგლისელი ფსიქოლოგი ვ. კოულმანი.
თუ გსურთ იცოდეთ, რა მდგომარეობაში გაქვთ ნერვები, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

1) ცუდად გრძნობთ თუ არა თავს, როცა მარტოდმარტო რჩებით სრულ სიბნელეში?
2) მიგაჩნიათ თუ არა, რომ მეტისმეტი პასუხისმგებლობებით ხართ დატვირთული?
3) გაღელვებთ თუ არა, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფნი?
4) ტელეფონის ზარზე ხშირად კრთებითი
5) წუხხართ წვრილმანების გამოი
6) ნერვიულობთ თუ არა საკუთარი ჯანმრთელობის გამოი
7) ღელავთ თუ არა ფინანსების გამოი
8) ძალიან ნერვიულობთ, როცა ტრანსპორტით მგზავრობისას სასურველ გაჩერებას გასცდებითი
9) გიტყდებათ თუ არა ძილი ამა თუ იმ პრობლემაზე ფიქრის გამოი
10) გჭირდებათ თუ არა ხანდახან დამაწყნარებელი საშუალებებიი
11) ჩაგიტარებიათ ოდესმე მკურნალობა დასამშვიდებლადი
12) მიიჩნევთ თუ არა თავს შებორკილადი
13) გიკანკალებთ ხმა აღელვებისასი
14) ადვილად ეშვებითი
15) ადვილად ვარდებით უხერხულობაში?
16) როგორ ფიქრობთ, თქვენს ნაცნობებზე მეტად ხართ მიდრეკილი მღელვარებისკენი
17) აღიარებდით, რომ მუდმივად რაღაცაზე წუხხართი
18) ადვილად ღიზიანდებითი
19) გაწუხებთ პანიკის შეტევებიი
20) შეუპყრიხართ ოდესმე სურვილს, მიგეტოვებინათ ყველა და ყველაფერი და გაქცეულიყავითი
21) უჩივით თუ არა უსიამოვნო გამოვლინებას, მაგალითად, გამონაყარს, რომელიც დაძაბულობისა და სტრესის შემთხვევაში გიძლიერდებათი
22) ხშირად გაღიზიანებთ ხმაური?
23) გაღიზიანებთ თუ არა წვრილმანი ადმინისტრაციული მოთხოვნებიი
24) როცა ბედი არ გწყალობთ, ძალიან განიცდითი
25) ძალიან ღიზიანდებით, როცა დაგცინიანი
26) ამოწმებთ თუ არა ძილის წინ, დაკეტილია თუ არა შემოსასვლელი კარი?
27) ღელავთ თუ არა წვეულებაზე ან სტუმრად წასვლის წინი
28) როცა თქვენთან მეგობრები აპირებენ სტუმრობას, დიდ დროს ხარჯავთ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და მოსამზადებლადი
29) ადვილად წითლდებითი
30) გიყვართ თუ არა ახალი ნაცნობების შეძენაი

დააჯამეთ ქულები:

"დიახ" პასუხის შემთხვევაში ყველა კითხვაზე, გარდა მე-15-სი, დაიწერეთ 1 ქულა, "არა" პასუხის შემთხვევაში - 0 ქულა.
თუ მე-15 კითხვაზე უპასუხეთ "დიახ", დაიწერეთ 0 ქულა, თუ "არა" - 1 ქულა.
20-დან 30-მდე: მეტისმეტად გაუწონასწორებელი და ადვილად აგზნებადი პიროვნება ბრძანდებით.
10-დან 20-მდე: საშუალო გაღიზიანებადობა გახასიათებთ.
5-დან 10-მდე: მშვიდი და გაწონასწორებული ბრძანდებით.
5 ქულაზე ნაკლები: ემოციურად შემოსაზღვრულთა რიცხვს ეკუთვნით, ხალხში სქელკანიანებს რომ უწოდებენ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები | ნანახია: 1211 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]