.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » სვამენ კაცები ღვინოს
19:46
სვამენ კაცები ღვინოს

მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს, 
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს, 
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის 
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან. 
დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის 
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს, 
დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ, 
და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ. 
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს 
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით, 
შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო 
და სული შენი შევისუნთკო რუხი კვამლივით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 870 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ნ.კოლხი  
0
am leqsis avtori cnobili poeti lili nucubidzea.roca nawarmoebs vamatebt,sachiroa avtoris dasaxeleba.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]