.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » სუულ მალე ახალი წელია საახალწლო ჩანახატი
00:29
სუულ მალე ახალი წელია საახალწლო ჩანახატი


ბავშვებო როგორ მიხარია ახალი წელის მოსვლა იცით? ერთი სული მაქვს სკოლიდან როდის დაგვითხოვენ, ნუ მართალია ეს ბოლო იქნება და იმედია მომავალ წელს ამ დროს ვიტყვი უნივერსიტეტიდან როდის დაგვითხოვენთქო მაგრამ მაინც.. ჩემი უსაყვარლესი დღესასწაული მოდის.. დაიწყება საახალწლო ფილმები, გადაცემები, სიმღერები, ნუ ყველაფერი კარგი და სახალისო. ახალი წელი კი თავისთავად ახალ თავგადასავლებს მოგვიტანს. ყოველ 1 იანვარს ახალი ეპიზოდი იწყება და სულ ვიძახით- ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ. იმედია მართლაც ასე იქნება. 
დღეს უკვე პირველი თოვლი მოვიდა და მართალია როგორც კი დნობა დაიწყო მაშინვე წუწუნი დავიწყე ეს რანაირი თოვლია ესე მალე რატო დნებათქო მაგრამ ახლა გარეთ გავედი და ფიფქები რომ დავინახე უუზომოდ გამიხარდა. რამდენი ხანია აღარ მიგუნდავია, მე უბრალოდ მიყვარს ყურება - როგორ თოვს, მიყვარს თოვლში სიარული და საერთოდ ზამთარი მიყვარს, ახალ წელს ხომ ჩემი დაბადების დღე მოყვება, შობის წინა დღე და დედა სულ იმას მეუბნება ბარემ 1დღეც მოგეცადა და 7 დაბადებულიყავიო მაგრამ ეგ ხომ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. 
ფეირვერკის ყურება მიყვარს კიდევ უზომოდ. მაგრამ საქართველოში.. ყოველთვის მინდოდა შობა-ახალ წელს საზღვარ გარეთ შევხვედროდი. იქ ხომ ყველაფერი სულ სხვანაირადაა და იმედია ამ ოცნებას ოოდესმე აუცილებლად ავისრულებ. იქ თითქოს ყველაფერი გაცილებით ლამაზია ვიდრე აქ, მაგრამ მე ხომ ის ადამიანები მყავს გვერდით ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. 12საათიდან იწყება მილოცვები, დარეკვები და გრძელდება ასე მომდევნო დღემდე.. სულ ვიძახი გავათენებ, შანსი არაა დავიძინოთქო მაგრამ გახდება 2 საათი, 3, და ვხვდები რომ თუ არ დავიძინე მოვკვდები. წინა ახალი წელი რაღაც სხვანაირი იყო 31მდე მთელი 2 კვირა ვეუბნებოდი მამაჩემს ახალ წელს უნდა დავთვრეთქო და მართლა ისე დავთვერი სულელივით ყველაერზე მეცინებოდა, ძლივს ავდექი და დასაძინებლად უნდა წავსულიყავი მე კიდე ჩავიკეცე და სიცილი ამიტყდა, ნუ რა მაცინებდა ისიც არ ვიცოდი მაგრამ მაინც.. მერე 6-ში ანუ ჩემ დაბადებისდღეზე მე და ჩემი დაქალი ისე დავთვერით მე სახლში გავითიშე ჩემი დაქალი კიდე ჩემმა ძმამ და დეიდაშვილმა აიტანეს სახლში. დედამისს ძლივს გადავურჩი. არადა საერთოდ არ ვსვამთ მაგრამ ხომ ვამბობ წინა ახალ წელს ყველაფერი სხვანაირად იყოთქო.
წინა ახალმა წელმა მართლაც ბევრი თავგადასავალი მოიტანა და სულ ასეა ყოველი ახალი წელი ახალი ცხოვრების დაწყების ტოლფასია, ჯერ ადრეა მაგრამ იმედია თქვენთვისაც და ჩემთვისაც მართლაც კარგიი ახალი წელი დადგება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 2258 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]