.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » სტატუსები / ბრძენთა სიყვარული!
15:05
სტატუსები / ბრძენთა სიყვარული!

"ადამიანს ყველაზე მეტად აბრაზებს ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს!”

"კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთსავე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია” – ბალზაკი

"სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია” – ალფრედ დემიუსიე

"არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს” – რომენ როლანი

"ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ” – ვიქტორ ჰიუგო

"თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან” – ციცერონი

"სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის” – ლაროშფუკო

"თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია” – ვიქტორ ჰიუგო

"სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად” – სერვანტესი

"სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა” – უნამუნო

"რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს” – ნაპოლეონი

"სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს” - სენეკა

"სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი” – უილიამშექ სპირი

"სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი

"სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი

"სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი

"სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი 
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 941 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]