.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო
19:14
სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო


სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო,
როგორც საყვარლის ტუჩებს ტუჩები,
თუ ჩემს სიყვარულს არ გააბნევენ
მუზა და მისი დები ურჩები.

დავწერ მასზე მეტს რაც მიწერია,
არც ერთ გამხელას არ დავზარდები
და ძალ მიხდილი განთიადისას,
მაისის ზღვაში გადავვარდები.

აქ გამაკარით ვით მაცხოვარი,
ყველა ცოდვების გამომსყიდველი,
სხვა ხსნა რა არის ამ ქვეყანაზე
და მეც არა ვარ სხვა გზის მხილველი.

გაკვალულ ბილიკს მივყვები მარტო
და ალბად სადმე გადაგეყრები
ამ უბეში ფეთქს მარცხენა მხარეს,
მზე შენი ხსოვნით განახარები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 835 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]