.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » სიყვარულს წმინდას
19:27
სიყვარულს წმინდას

მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას, ანკარას,
ყველგან ყოველთვის გულმა ჩუმად თან რომ ატარა,
მე ვადღეგრძელებ პირველ თანხმობას ნათქვამს სიწითლით,
იმ მტანჯველ განცდას შეხვედრის წუთს რომ მწარედ ითვლის.
მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას, სიწმინდეს მისას,
სიტყვებს: "სულ მუდამ მეყვარები, შენს თვალებს ვფიცავ!"
მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს, გიჟურს, ვნებიანს,
იმ ლამაზ თვალებს შეხვედრისას რომ იბნევიან!.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 785 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]