.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია. წყარო :❀❀❀ფ ე რ ი ა ❀❀❀
12:55
სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია. წყარო :❀❀❀ფ ე რ ი ა ❀❀❀

  • ისევ დამათენდა თავზე გაზაფხული... და მეც, მერამდენე დილას ვეგებები...
  • ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს...
  • ასე ლამაზად დილა არ გათენებულა ჯერ, დილა სიხარულისა, დილა მშვიდობისა შენ! :)
  • გაზაფხულს ეტრფი? არა? აბა რას ? სიყვარულს? რომელ სიყვარულს? სისხლში რომ გიჩქეფს და სულს რომ გიღვიძებს? სულ რომ გათრთოლებს და არ გაძინებს? ეგ სიყვარული... გაზაფხულია...
  • გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე.... მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე უპატრონე ჩემს მონატრებას..
  • გულში ჩაგიკრავ და კარებს დაგხურავ შენთვის ავმღერდები, გრძნობით ავინთები და ამ სიყვარულით შემოგაბერდები… დღეებს გაგიყოფ და ღამეს გაგინათებ ჩემო სანატრელო, ვისთვის ერთადერთო ცაზე მოკაშკაშევ ჩემთვის ცხრანათელო.
  • გაზაფხული, ჩემი სულის ტოლია, დავისახე, რომ გავდევნო სუსხი მე, მტკვარს მიჰყვება, არხეინად თოლია, თუ მინატრო, გაელვებად მომიხმე.
  • 8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში, 8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო, უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა. შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო…
  • ქარტეხილებში მუზა აფეთქდა, გრძნობის მორევში აიმღვრა სევდა, ისევ მომინდა, რომ შენთვის მეთქვა, რაც კი აქამდე ნაღველად მდევდა...
  • დღეები დღეებს, მისდევს, იწყება... ერთად ასხმულა, როგორც მტევნები... ძვირფასო, ყველა კარგად იქნება... გეტყვი და... დღეებს დავედევნები...
  • ვიცი, დავრჩები მალე მარტოკა... და მომაკითხავს, ჟამი შენდობის... არ ვიცი, რატომ, მაგრამ რატომღაც... მაგ გულზე მეტად, თვალებს ვენდობი...
  • ყოველ ადამიანში მზეა – ოღონდ აცალეთ, რომ გაანათოს.
  • რა არის სიცოცხლე?…არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო.
  • იმედი დროდადრო თავის დროს გითვლიდა, უკეთესს შედეგებს დაითვლი წინასწარ, ახალი განწყობით იღვიძებ დილით და უკეთურ მოვლენებს უმალავ მისამართს.
  • სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
  • დრო , მკურნალი და მოამაგე ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს, ყველა სატკივარს შვებას მიაგებს, ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს, სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!.
  • შენ ხომ შენი მკერდით ჩემი გული დაგაქვს, ჩემი ამოსუნთქვა,ჩემი სულის სითბო. თუკი ოდესმე შენში გაზამთრდება მინდა შენი გაზაფხული ვიყო...
  • გამხმარ ხის ფოთლებში ნაბიჯებს დაითვლი, გონებას მიადევნებ ხმას, იქნებ წარსულიდან მოტანილ ფიქრებში, ამოგიტივტივდე კვლავ...
  • ჩვენ ორნი ვიყავით ამ სამყაროში. ამან ისე შემძრა, რომ დავრწმუნდი, ამის შემდეგ აღარასოდეს არაფერი მომინდებოდა. უბრალოდ ვერ შევძლებდი მომენდომებინა, რადგან უკვე ყველაფერი მქონდა.დასაბამიდან მიყვარხარ. დრო შეჩერდა_ საათი მარადიულობას უჩვენებდა. არც სიცოცხლეს ჰქონდა აზრი. არც სიკვდილი იყო საშიში.ხანდახან უსაძღვრო ბედნიერების გეშინია...
  • იღლება მზეც და ამოდის მთვარე დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება, წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს მას განშორებით თუ ეშველება, იღლება თოვლიც და დნობას იწყებს ჭკნება ვარდი და ამოდის ია აი სიცოცხლე მაინც ფერადი და არასოდეს არ არის გვიან...
  • შეგეჩვიე..მე შენს სითბოს ვერ ველევი.გეფერები ფიქრში,მაგრამ ჯერ სიყვარულს ვერ ვეხები..ჩამაფიქრე..ვეღარ ვშველი მონატრებას და ღმერთს ერთს ვთხოვ_ერთი წამით შენთან ყოფნას..შენზე ვფიქრობ და ფიქრში დგება დილა.ვეტრფი ღამეს,მაგრამ მენატრება ვიღაც.
  • ვშორდებით... ყოველ წუთას ვშორდებით... და აკრძალული სევდის ტოტებით ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს...
  • ნუ წახვალ ჩემგან,ხომ იცი რომ უშენოდ ბნელა, ხომ იცი მარტო ვერ ავიტან ცხოვრების დენას... რა სასტიკია ეს სამყარო,თითქოსდა მე მგავს რა ადვილია მისთვის ყველა გრძნობის გათელვა...
  • გზა, სიყვარულის გადასარჩენად, ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს, ნუღარ მისურვებ ბედნიერებას, ბედნიერება მე შენში დამრჩა.
  • ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული, ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება. მე კი ჩემს გრძნობებში აწურული, თქვენი უხმო ლანდი მენატრება..მომენატრედ მეგობრებო! :)
  • საოცარია… როგორ გელოდი… ვეღარ გავიგე დროთა სამანი… და ამ ლოდინში, ცვართა ცვენაში გახუნდა ლურჯი იასამანი.
წყარო :❀❀❀ფ ე რ ი ა ❀❀❀
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 1290 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]