.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში
19:40
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო სიყვარული იღვიძებდა იაში.
მზე ათბობდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.
სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე...
რიგში იდგნენ ყმაწვილები, უფრო მეტად ქალები,
წიგნის თაროს შეჰყურებდნენ ანთებული თვალებით...
სევდა სწვავდა თვალთა უპეს, სევდა, გაურიყავი,
სიყვარულის რიგში, ღმერთო, იქაც ბოლო ვიყავი...
რომ მეთხოვა, იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო,
რომელიმე ღვთისნიერს ჩემთვის მსხვერპლი გაეღო.
მაგრამ.. სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო,
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1223 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]