.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » .სიხარულო მე მიყვარხარ შენ
01:35
.სიხარულო მე მიყვარხარ შენ

როგორც იქნა სახლში მივიდა. მთელი ღამე ამ საუბარზე ფიქრობდა მერე ჩაეძინა. 
დილით ადრე მესიჯის ხმამმ გაღვიძა .სიხარულო მე მიყვარხარ შენ. 
გარეთ კი ისევ შემოდგომის სურნელი იდგა. ქარი ისევ ათამაშებდა შემოდგომის ფოთლებს ჰაერში. მზემაც გამოაჭყიტა .მზის სხივებმა გაარღვია და ფარდის იქით ოთახში შეაღწია. გოგონამ სწრაფად ჩაიცვა და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგა. მის სკოლამდე 15 წუთი იყო ,გზაში დათა შეხვდა . 
–როგორ ხარ სიხარულო? 
–კარგად შენ როგორ ხარ? 
–მეც კარგად ვარ. სკოლის მერე რას აპირებ? 
–უნდა ვისწავლო. 
–მერე რას აპირებ? 
–მერე არ ვიცი. 
–წამო მდინარეზე წავიდეთ. 
–ამ სიცივეში? 
–ხო! ამ სიცივეში .მე და შენ სხვა არავინ 
–კაი. ახლა შევალ სკოლაში და მერე შეგხვდები 
–კაი დროებით. 
გოგონა შევიდა სკოლის ეზოში. ბიჭი იდგა და უყურებდა გოგოს , თვალს არ აშორებდა მხოლოდ ერთხელ მოიხედე. გთხოვ !ამბობდა ბიჭი. გოგომ ერთხელ მოიხედა ,გაუღიმა და კარს მიეფარა. 
ეს დროც რაღაც გაიწელა .თითქოს ეს დრო საუკუნედ გადაიქცა. 
ზარი დაირეკა. ბოლო გაკვეთილიც დამთავრდა .სკოლის კარებთან გოგოს ბიჭი ელოდებოდა ყვავილებით ხელში. 
–ვა ! რა ლამაზი ყვავილებია, მადლობა. 
–შენ უფრო ლამაზი ხარ ჩემო პრინცესა. 
–დღეს ცივა და მდინარეზე, ნუ წავალთ. კაფეში შევიაროთ . 
–კარგი . ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ 
(კაფისკენ მიმავალ გზას დაუყვნენ . გზაში ბიჭი რაღაც მძიმეზე ფიქრობდა , დღეს ხომ სიმართლე უნდა ეთქვა გოგოსთვის ,როგორც იქნა კაფეში შევიდნენ ) 
–ოფიციანტ. (ოფიციანტმა მოირბინა , ნაზად გაუღიმა და თქვა) 
–რას ინებებთ? 
–ორი ყავა თუ შეიძლება და ორი ნაჭერი ნამცხვარი. 
–2 წუთში იქნება . 
–ან . რაღაც უნდა გითხრა. 
–რა? 
–იცი , არ მინდოდა ასე მომხდარიყო ,მაგრამ გატყუებდი. 
–მატყუებდი ?რას? 
–რომ გეუბნებოდი მიყვარხარ თქო აქამდე გატყუებდი . 
–ახლა? 
–ახლა მართლა ძალიან ,ძალიან მიყვარხარ. 
(გოგონა დუმდა ,ასე ჩუმად ერთმანეთს უყურებდნენ დიდხანს, ვერც ერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას ,გოგონას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა ,ჩანთას ხელი მოჰკიდა და გაიქცა.)
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1402 | დაამატა: anuca | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]