.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » შეგიძლიათ თუ არა საკუთარი თავის გაკონტროლება (ტესტი)
12:46
შეგიძლიათ თუ არა საკუთარი თავის გაკონტროლება (ტესტი)

იმის მიხედვით, ეთანხმებით თუ არა აქ მოცემულ აზრს, უპასუხეთ: "დიახ” ან ”არა”.

1. მეჩვენება, რომ სხვების მიბაძვა ძალიან რთულია.

2. ალბათ, ჩავიდენდი ”რამე სისულელეს”, რომ ყველას ყურადღება მიმეპყრო და გამეხალისებინა. 
3. ჩემგან არც ისე ცუდი მსახიობი გამოვიდოდა. 
4. სხვებს ხშირად ჰგონიათ, რომ იმაზე ღრმად და მძაფრად განვიცდი რაღაცას, ვიდრე სინამდვილეში ვდარდობ. 
5. კომპანიაში იშვიათად ვარ ყურადღების ცენტრში. 
6. სხვადასხვა სიტუაციაში და განსხვავებულ ადამიანებთან მეც სრულიად განსხვევულად ვიქცევი. 
7. მხოლოდ იმ აზრის დაცვა შემიძლია, რომელშიც დარწმუნებული ვარ. 
8. იმისთვის რომ წარმატება მქონდეს საქმეშიც და ურთიერთობებშიც, ვცდილობ, ისეთი ვიყო, როგორსაც ელიან ჩემს დანახვას. 
9. შემიძლია მეგობრული ვიყო იმ ადამიანებთან, რომელთაც ვერ ვიტან. 
10. ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც ვჩანვარ.


შედეგები: 
კითხვებზე 1,5,7 უარყოფითი პასუხის, "არას” შემთხვევაში, მიიწერეთ 1 ქულა. ხოლო ყველა დანარჩენ კითხვაზე - დადებითი პასუხისთვის ("დიახ”) მიიწერეთ იგივე 1 ქულა. თუკი გულწრფელად პასუხობდით, ნახეთ, რისი თქმა შეიძლება თქვენზე:

0-3 ქულა. დაბალი საკომუნიკაციო კონტროლი გაქვთ. თქვენი ქცევა მდგრადია და მის შეცვლას სიტუაციების მიხედვით არ აპირებთ. ნამდვილად გაქვთ უნარი გულწრფელად გაიხსნათ ადამიანთან ურთირთობაში. თქვენი სწორხაზივნების გამო ზოგი "მოუხერხებელ” თანამოსაუბრედ გთვლით.

4-6 ქულა. გაქვთ საშუალო საკომუნიკაციო კონტროლი. გულწრფელი ხართ, მაგრამ ემოციების გამოვლენაში თავშეკავებულიც. უფრო მეტი ანგარიში უნდა გაუწიოთ გარშემომყოფებს.

7-10 ქულა. მაღალი საკომუნიკაციო კონტროლი. ადვილად შედიხართ ნებისმიერ როლში, მოქნილად რეაგირებთ სიტუაციის ცვლილებაზე და თქვენ მიერ დატოვებული შთაბეჭდილების განსაზღვრაც კი შეგიძლიათ წინასწარ.
 

კატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები | ნანახია: 902 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]