.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » საით მივყავარ ჩემს ბედისწერას
01:26
საით მივყავარ ჩემს ბედისწერას

საით მივყავარ ჩემს ბედისწერას,
კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ,
გაჩენის დღიდან რას მექიშპება,
რას მემართლება,რა უნდა ჩემგან?
მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი
და გზას მივყვები უცოდველს,მართალს,
ბედი კი მაინც,როგორც რობოტი,
ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს.
რაც კი გულს უნდა როდი სრულდება,
სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია,
ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ,
როგორ მოვიქცე ვერ გამიგია.
ბედის სიმკაცრით შეშინებული
არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის,
თუმცა სიკეთით ვარ ანთებული,
მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 832 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]