.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » სადღაც გაგაქრო სიამაყემ
17:25
სადღაც გაგაქრო სიამაყემ

სადღაც გაგაქრო სიამაყემ,
კვალი სიყვარულმა დატოვა,
შემდეგ დავიწყება მეწვია,
თუმცა მანაც მალე დამტოვა.
შემომინახე ეგ თვალები.
მზერა არავის ანდო...
შენი დუმილიც, სევდიანი,
გახსოვს? მე მიყვარდა მარტო.
მომნატრებია ყველა სიგიჟე.
შენი სურნელი, ხმა..
ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა
მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა.
მაპატიე, რომ ვერ გავუძელი
და რომ მიგატოვე, მაპატიე..
შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს,
ქვეყნად თუკი რამე მაბადია..
ჩემო უცნაურო, გაგიკვირდება და,,
ახლა,როცა ქუჩებს ათოვს,
ქალაქი ძილში ჩაძირულა, მე კი,
შენით არსებობა მათბობს.
უკანასკნელად ჩაეძინებათ
ამ თითებს ქერა თმებში,
უკანასკნელად გავბედავ გითხრა:
"ყოველთვის დარჩები ჩემში"
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 789 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]