.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » სადაც არ გეშინია
00:03
სადაც არ გეშინია


1) მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად
2) მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
3) მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა
4) ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს
5) ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში
6)მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან
7)ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ
8)მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები 
9)მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის
10) მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ
11) ძველ ცოდვებს გრძელი ჩრდილები აქვთ.
12) მეგობარი არასდროს გეტყვის "ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა...
13) მეგობრობა ეს ისეთი რამ არის, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არის, ყველა ნივთის უქონლობას აიტან, უმეგობროდ თავს ვეღარსად გაიტან
14) თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.
15) მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული
16) შენი სიყვარულის და სითბოს მარაგს ცხრა კლიტულში ნუ გამოკეტავ-მეგობრებს სიცოცხლეშივე მიესალბუნე, სიტყვით გაამხნევე და შეაქე კიდეც, სანამ შენი ნათქვამის გაგონებაც შეუძლიათ და გათავისებაც
17) უმეგობროდ შეიძლება გაძლო კიდეც, მაგრამ თუ მეგობარი გყოლია, მას ვერასოდეს დაივიწყებ
18)ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს.
19) ცოტაა რომ გიყვარდე! მთავარია გესმოდეს ჩემი! ცოტაა რომ მიპოვო! მთავარია არ დამკარგო!!!
20) იტირე, როცა გეტირება... იცეკვე, როცა ბედნიერი ხარ!... მოეფერე იმას ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს უკან მოუხედავად გაიქეცი მასთან ვინც გენატრება..
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 968 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]