.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » როცა... ავტორი ნ.კოლხი
13:55
როცა... ავტორი ნ.კოლხი

როცა ქვეყანა დაიქცეს ლამის, 
შენ ისევ ქარის წისქვილებს ებრძვი, 
როცა ემსხვრევათ ტოტები ხეებს, 
ვენახებს-ჭიგო და ურმებს-ღერძი; 
როცა სიმართლეს აკრავენ ჯვარზე, 
მტერს და მოყვარეს გაარჩევ ძნელად, 
როცა ამოდის მზე ჩვეულებრივ 
და მაინც...მაინც უღმერთოდ ბნელა. 
ეჭვის ჩიტები დაგესევიან 
და აგიკლებენ როცა ჟღურტულით, 
მკრეხელიც ხდები:,,მაინც რა ჯობდა, 
დავითის ქნარი თუ...თუ შურდული?!” 
როცა იმედის იმსხვრევა კოშკი, 
გულს ვერ იოხებ როცა გინებით, 
მგლების ხროვაში სხვას რას გააწყობ_ 
კბიკს აკრაჭუნებ და...იღრინები. 

ავტორი ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 860 | დაამატა: | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]