.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » როგორც რიგითი სპეც მონადირე
17:10
როგორც რიგითი სპეც მონადირე

როგორც რიგითი სპეც მონადირე,
დაგეშილი ვარ ბოლო ნადირზე,
დაუნდობელი მომელის ბრძოლა,
ვიცი სულ მალე გზის შენაპირზე.

შევერკინებით მეხთა კვეთებით
ცაში,მიწის ქვეშ,ზღვით თუ ხმელეთით,
სულ განაბული იქნება აწმყო,
ფერებ წაშლილი ელეთ-მელეთით.

დრო მიღმიური ჩვენი კვეთება,
სივრცეს ხალიჩად ფეხ ქვეშ გაიგდბს,
ჯერ არ თქმული და ჯერ არ ნახული
ბრძოლა საწუთროს ხელში აიღებს.

შვიდ დღეს და ღამეს იქნება ომი
და მეშვიდე დღეს მოვა მშვიდობა,
ასე დადგება დღე მომავალის
ახალი ცა და მზის მარადობა.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 865 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]