.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » რაც უფრო მეტად დამემალები
17:21
რაც უფრო მეტად დამემალები

სი-ენ-ენ...
რაც უფრო მეტად დამემალები
მით უფრო მეტად შენში ვიქნები,
ამას აცხადებს სი-ენ-ენი და 
ამას ყვებიან ყველა წიგნები.

ვისთვის წარღვნა და ბოლო ჟამია, ვისთვის ბუნების უცხო ხრიკები,
ჩემთვის კი ისევ ცხადზე ცხადია
შენი გადახრის ბოლო წიკები.

ასე ტრიალებს მთელი სამყარო
საპირისპირო მიმართულებით,
იფანტებიან ჩვენი სულები
გალაქტიკებით და ატომებით.

ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში 
იმედი იმედს ესაკიდება, 
რომ ყოველივე არის სიზმარი
და მოჩვენების გადაკიდება.

მე არ გეძახი,შენ თავად უწყი
ჩვენი შეხვედრის დრო და მისია,
ის რაც გაიცა ისევ შენია, 
და მერე რა თუ დრომდე სხვისია?!

მანამ კი ისევ სადღაც აქ არის, 
ის ვინც ედემის ვაშლის კვალს მისდევს
ამას აცხადებს სი-ენ-ენი და... 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 844 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]