.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი
17:34
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი

რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. 
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. 
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი 
და მეც სულ ისე დაგავიწყდები. 

დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. 
წარსული ახლა ჩემი მტერია. 
საიდანღაც კი ხმა შორეული 
წამიჩურჩულებს: - არაფერია! 

რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. 
შენი ცხოვრება ახლად იწყება. 
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... 
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება. 

შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, 
მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. 
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: 
განა ეს მართლა არაფერია?! 

დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... 
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. 
დაგავიწყდება იანვრის სითბოც 
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 838 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]