.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » რამდენიმე დღე
19:48
რამდენიმე დღე

რამდენიმე დღე 
შენს სახელთან ვცხოვრობდი მარტო,
( ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია!)...
სულს მოენატრე, მაგრამ სხეულს,-
არ ვიცი რატომ,-
შენი დანახვა ძველებურად არ უხარია!
ისევ შენს სახელს, შენზე ფიქრებს 
სანთლად ავანთებ...
სავალალოა ჩემი ხვედრი და სასაცილო:
ნატვრა იყავი, როცა შეგხვდი,
დაგანამდვილე.
და ახლა მინდა-
ისევ ნატვრად გადაგაქციო!
ისევ ოცნებად!
ისევ ფიქრად და მოლოდინად!
რომ გახდე ისევ უსასრულო, როგორც მოტივი,
მე კი გიცდიდე, სულ გიცდიდე
და ამ მოტივმა-
კვლავ შენი ნახვით
ამიცხადოს ეს მოლოდინი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]