.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მყოფელი
16:54
ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მყოფელი

ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მყოფელი
შენ სახელს ვარქმევ ყველა საფიცარს,
ურწმუნოების მორიგ აღლუმზე,
სუნთქვა ეკვრება გულს დანაისარს.

მე ეხლა მხოლოდ შენი ცრემლები
გამიკვალავენ გზას ცისკენ სავალს,
ვიდრე სამყაროს თაღზე მჯდომელი
დამისრულებდეს თავგადასავალს.

მხოლოდ მან უწყის შენი გულისთვის
რომ არ შევკრულვარ ქურდსა და მპარავს,
მე მარტოსულთა სავალს მივყვები
და უშენობით სიცოცხლე მზარავს.

დაე ის ახდეს,რაც უნდა მოხდეს,
ია და ვარდი გზაზე ფენია.
მე ჩემს გასავლელს მაინც გავივლი,
მხოლოდ ეს ფიცი გადამრჩენია
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 828 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]