.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » პოეზია
01:36
პოეზია

წვიმისფერია სული ხანდახან... 
გული გრძნობებსაც ითხოვს წვიმისფერს... 
და შემოდგომის დღეთა კვალდაკვალ, 
ოცნება ჩუმად დროსაც ივიწყებს... 
ნამიან ფიქრზე როცა დადიხარ... 
ან უცნაურად მთვარეს უღიმი... 
როცა პატარა სანთლის ლანდი ხარ... 
ღამეულ სუნთქვის მცირე შუქივით... 
შეყვარებული სითბო გაცვია... 
და მოლოდინი სხეულს გიშიშვლებს... 
სული ბავშვივით ამ დროს ანცია... 
ჩაგხუტებია ნატვრის სიცივე... 

წვიმისფერია სული...ხანდახან 

ავტორი ნინო მაჭავარიანი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 961 | დაამატა: anuca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]