.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » პირველი სიყვარულის გახსენება (ნ.კოლხი)
18:52
პირველი სიყვარულის გახსენება (ნ.კოლხი)

მოვდიოდით სოფლის გზაზე, 
თოვლი მიწას ქარგავდა, 
მახსოვს,თოვდა სულ სხვაგვარად 
და უწინდელს არ ჰგავდა. 

ვდუმდით,მაგრამ ჩვენი გული 
სხვა სასწაულს ელოდა 
და ჩვენს ნაცვლად თეთრი თოვლი, 
თეთრი თოვლი მღეროდა. 

დაგეკარგე...დამეკარგე... 
მაგრამ ხსოვნას, დაკოდილს, 
კვლავ შემორჩა იმ პირველი 
სიყვარულის აკორდი. 

ეს ბავშვობის წლები იყო, 
წმინდა,როგორც ფანტელი, 
თოვლთან ერთად თავზე გვადგა 
სიჭაბუკის ნათელი. 

დღეს ამ გზაზე სულ სხვა წყვილის 
ილანდება აჩრდილი 
და წევს თოვლი-თეთრი გედი, 
სასიკვდილოდ დაჭრილი. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 989 | დაამატა: | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 2
2 ნ.კოლხი  
0
ki,agar dagimalavt...xsovnashi gacocxlebuli warsulia.mas semdeg bevrma wyalma chaiara,bevri mogonebatan gaiyola,magra...am gayinul,shecherebul wams veraferi daaklo...tovlis fifqivit wmindad da ubiwod shemominaxa.
gmadlob shefasebistvis
pativiscemit avtori

1 alvina  
0
dz magaria dz momecona es namdvil istorias hgavs'

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]