.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » ოცნების დასაწყის-დასასრული
17:14
ოცნების დასაწყის-დასასრული

შენა ხარ ოცნების დასაწყის-დასასრული,
შენთვის მაქვს ყველა მიზანი დასახული.
სიცოცხლეს ვალამაზებ ფერადი გაზაფხულით,
დაღლილი აღარა ვარ, გრძნობისგან დაზაფრული.
შენი სიტყვებია, რაც მე მალამაზებს,
ახლა მოხარული ვარ მე შენით ასე.
უცებ, გეწევი, მაგრამ მაინც მასწრებ,
ბედნიერებისგან ცხრა ცის ზევით ვაღწევ
ქარი ამიწეწავს თმებს და სწრაფად აშლის,
მინდა აშენება შენთვის გულში სახლის.
სული უმწეოა ხშირად შიშისგან კრთის,
გაუწვიმდება და ჩუმად თოვლით აცრის.
თქვი რა ვიღონო და ნატვრას აგისრულებ,
იმედს იცოდე, რომ არასდროს გაგიცრუებ
გულს მე აგივსებ კაშკაშა სხივებით,
თოვლს გაგიწვიმებ, დავიწყებ მცირედით.
ავდარს გაგიდარებ, წვიმას მე მზედ ვაქცევ,
დაცლილ ღვინის ჭურჭელს ისევ ღვინით ვავსებ,
ჩამქრალ დახრილ სანთლებს სიყვარულით ვანთებ,
სულში ნეტარების სურნელს შემოვაკმევ.
უკვე შენს გარდა მე არ მყავს საზრუნავი,
ფიქრები მოვიშორე ჩემით, სათრგუნავი.
და ძლივს ვიპოვე თავშესაფარი,
შენს გულში ავაგე სულის ტაძარი.. 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 785 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]