.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » ოდესღაც... (ნ.კოლხი)
22:26
ოდესღაც... (ნ.კოლხი)

უჟმური ქარი წვიმის ღრუბლებს დაათარეშებს, 
სულშიაც გაწვიმს და თვალებში გეყრება მტვერი, 
ხარ გაძარცვული სიყვარულის და მზის გარეშე 
და შენს სათირალს კი არ ტირი, 
გედივით მღერი. 
და ნაღვლობ ისევ: 
,,საცოდავი ყვავის ბახალა 
წვიმამ დაახრჩო თუ ზეცაში აფრენის რისკმა?!” 
ახლაღა ხვდები, 
თუ ცხოვრებამრარიგ დაგღალა, 
შენ კი,სულელო, 
საოცრებას ელოდი მისგან. 
დღეს შემოდგომა 
შიშველ ფოთლებს გაზომებს ტანზე 
და წეროების ქარავანი 
მისცურავს ნისლით... 
ქვეყანამ იცის, 
სიყვარულით რარიგ იტანჯე, 
შენ კი ოდესღაც 
ამაღლება გინდოდა მისით. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 891 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]