.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს.
19:31
ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს.

წამოდი მეცეკვე,წამოდი,

ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს.

გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ

წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!

არ მინდა ვარდი და ხელმკლავი,

ამბორიც არ მინდა თითებზე.

წამოდი უბრალოდ მეცეკვე,

მუსიკაწართმეულ სიტყვებზე.

არ ვტირი,ეს წვიმამ დანამა

ღაწვი და გალუმპა წამწამი,

წამოდი ვიცეკვოთ,არ იცი?

-დილამდე როგორმე გასწავლი.

აღარ ღირს წუხილი იმაზე

რომ ვეგარ ვიპოვეთ აკორდი,

დაჩუმდი ნუ მეტყვი ნურაფერს

წამოდი,ვიცეკვოთ,წამოდი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 913 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]