.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი
19:20
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი

შორიდან ისე შემომეპარე როგორც, ალვის ხეს, ცელქი ნიავი,
უცებ ვერ მივხვდი რა ქარი ქროდა, ან რად დამეწყო გულის ფრიალი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი.
ჩვენმა თვალებმა შეხედეს ერთურთს, მაშინ გამოჩნდა ერთი მიზანი,
იმედი ვიგრძენ, ჩუმად გიგულე, მერე უეცრად გაუჩინარდი,
არც დამეთანხმე, არც უარი თქვი და მეც დამტოვე გაუცინარი.
თუ მღვიძავს, შენზე ფიქრები მადნობს, შენ მესიზმრები თუ ვარ მძინარი,
ნეტავ საიდან გამომეცხადე, რა ხარ ასეთი ვერ შეგიცანი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 810 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]