.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » მომენატრები
19:10
მომენატრები


მომენატრები როცა ძალიან უსაშველობით ნაავადარი,
ქარის წისქვილებს ავუხირდები შენზე ფიქრებით განაწამები.
წამოვიშლები როგორც სამუმი სივრცის და დროის გადამფარველი,
ქარებს ვეცემი ქარად ქცეული და დაიმითვლიან სიკვდილს წამები.

ქვაზე ქვა აღარ შემოიდება ურწმუნოების დასაფიცარი,
აღიგვება და წარიხოცება უგუნურება ფესვებ მოჭრილი.
აღარაფერი აღარ დარჩება როცა სიშლეგე გადაიხსნება,
გადიკარგება უმისამართოდ... აღარც მღერა და აღარც ტირილი.

მომიგონებენ შენი თვალები, მე მათ სარკეში განაბზარები,
სულის სიმების თლილი თითები და თმებ გაშლილი მზეთა სხივები.
ცამდე ავღმართე მე მოთმინება ზედ ამოვტვიფრე შენი სახელი,
და აღარ დარჩა არც რა წერტილი, სადაც არ მდევდნენ შენი ხილვები.

მოგეგებები გაცხადებისას უდიადესი ღამის მთეველი,
მინდა სამყაროს გავაგებინო... ვეწამო შენი წარმოჩინებით.
ამოგიკითხავ შენით მწყურვალი ყველა ცრემლსი და ყველა ღიმილში,
ჯვარი გვწერია რადგან წარსულში, ჩვენ მომავალშიც ერთად ვიქნებით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 828 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]