.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » მოდის აპრილი (ნ.კოლხი)
15:56
მოდის აპრილი (ნ.კოლხი)

მოდის აპრილი და ფიქრებს მისევს,
ისევ და ისევ მიხსნის იარებს
და გზებს მახსენებს,იმ გზებს,რომლებიც,
მე და შენ ერთად ვერ გავიარეთ.

ქარი ალუბლის ყვავილებ ფანტავს
და გაზაფხულის სურნელით ვთვრები,
რა გვაწუხებდა,რა გვიხაროდა,
ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები.

ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები,
როგორ გვძულდა და როგორ გვიყვარდა,
როგორ ვეძებდით ერთმანეთს თრთოლვით
და გზაზე როგორ შემოგვიღამდა.

როგორ წახვედი და დამიტოვე ,
მოგონებები მძიმე და მხსნელი,
რაც შევიცანი შენგან და შენით
დამრჩება სხვისთვის ამოუხსნელი.

ღმერთი კი ...ახლაც ზეცაში სუფევს,
რწმენად ,ნუგეშად,შვებად,იმედად
და იმ ღიმილით სულ სხვას აპურებს
ჩვენთვის რომ ვეღარ გამოიმეტა.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 3482 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]