.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა
00:58
მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა



მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.

მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,
თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,
არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს
და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი. 

რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,
მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,
მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს,
შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!

ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,
მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,
და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!

მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,
დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მეკვლე მოვიდა,
ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1742 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gochelashvilidati  
0
კაი საშობაო და მხიარული ლექსია smile smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]