.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი
22:29
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი


მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ რადგან ვერ ვნახე ფერი ,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა 
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით,
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის.
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა სახელი შენი
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიზღვნი ამ ლამაზ წერილს.

ჩემი დაწერილი არ არის თუმცა პოსტებს ვნახულობდი სხვა საიტზე და იქ შემხვდა ,
 ძალიან მომეწონდა და გადავწყვიტე აქაც დამედო 
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1048 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]