.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს
10:50
მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს


მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს.
ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს,
ჩემს ოთახში სიჩუმეა ვეღარ ახწევს მზე.
დედა ხელით ცომსა ზელავს, თან აყოლებს ცრემლს,
მისი ბაგე წარმოსთქვავენ და წყევლიან ბედს.
მამა ქვევრში ყურძენს წურავს გამიხსენებს მეც,
ჩემს მაგივრად ჩემი ძამა, თონეს უნთებს ცეცხლს.
ჩემ დაიკოს სილამაზე, აურეკლავს მზეს,
რამდენ რამეს დავკლებივარ, გაუვლიათ წლებს,
ქარმა თავი ქვევრში მიკრა მამა მასხავს წვენს,
დღეში სამჯერ ქვევრს ურევენ მადუღებენ მეც.
ვაზის ცრემლებს შევუერთდი, აღარავღვრი ცრემლს,
აქეთ-იქით გადმიღებენ მიწმენდავენ ფერს.
აღარა ვგრძნობ მარტოობას, სახლში ვიდგავ ფესვს,
ქვევრში ნაზად ჩამარწიეს, დამეფარნენ ზედ.
დროდადრო გამიხსენებენ, მანახებენ მზეს,
დოქდადოქ ჩამომასხავენ, მწრუპავენ ყურძნის წვენს.
ორ-ორ ჭიქაზე თვრებიან, ლოცავენ მაღლა ღმერთს,
რა მათრობელა შექმნილა ყურძენი ამა წელს.
მათ სულში შევუჭიკჭიკებ, წარსულის ვუხსნი გზებს,
ძველ სხეულს დავალოცინებ, ვახსენებ მწარე წლებს,
ჩემ საფლავს ამომივლიან ღვინის მასხავენ წვენს,
სულ ია-ვარდად ამოვალ მივეფიცხები მზეს.
წრედია ჩემი ცხოვრება, მეც მოვგზაურობ ზედ,
სიკვდილის არა მჯერა და, ვენდობი მხოლოდ ღმერთს.
რაც არა ნახოთ, შეეხოთ, მიგრძენით ყველგან მე,
დღეს ვიყავ ადამიანი ხვალ იქნებ ვიყო ხე?
სანამ ცულს დამკრავ მახსენე, პირჯვალი მსახე ზედ,
სანამ ბუხარში შემაგდებ ჯერ მიმიკარი მკერდს,
შევიგრძნო მშობლის სურნელი, მივუახლოვდე ღმერთს,
მერე კი ცეცხლში შემაგდე გაგითბობ ბებერ ძვლებს.
რომ გადავიქცე ნაცრადა, მაბნიე ხისა ფესვს,
ისევ ხის ხორცში შევალ და მივეფიცხები მზეს.
ასე მანამდე ვიბორგებ სანამ არ ვნახავ ღმერთს,
როცა მამა ღმერთს შევხვდები, მასთან დავრჩები მეც.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 853 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]