.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 21 » მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
23:59
მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
ხშირად სიზმარში მე გხედავ შენ
ჩემსკენ მოდიხარ, სხვისკენ ბრუნდები,
სხვისკენ მიდიხარ, წადი ძვირფასო
მე წინ სიყვარულს ვერ აღვუდგები
-გიყვარს? გიყვარდეს, მე ვერ დაგიშლი
მწარედ კი სტირის ეს ჩემი გული,
და იყავ სხვასთან შენ ბედნიერი
მე კი დავრჩები კვლავ უბედური.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]