.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 22 » მე, მაგალითად, ვერ გიღალატებ!.
20:04
მე, მაგალითად, ვერ გიღალატებ!.

გესტუმრებოდი, მაგრამ არ ვიცი, 
ან რა მაჩერებს, ან რა მაშინებს,
მომწონხარ, ალბათ, სილამაზისთვის,
რომლითაც, ერთხელ გადამარჩინე...
მაგრამ დრო გადის და მეც ეჭვებმა,
ჰო და არაზე ისე გამყინეს,
როგორც მყინვარის წვერთან შეხება,
როგორც ცივია ეს სინამდვილეც...
არავინ იცის სილამაზისგან,
ქალი აგებს თუ იგებს რაიმეს,
შენც, ალბათ, ფეხი ბევრჯერ დაგიცდა,
ხან მოდის სეტყვა, ხან გადაიღებს...
ან ვინ განაგებს ამ ჩვენ სურვილებს,
რას იზამ, ბევრი არც გვისრულდება,
ჩემს ბედს ქალები ხშირად ფურცლიდნენ,
შენ თავს ნუ მისცემ ამის უფლებას...
არ დამივიწყო, არ მიმატოვო,
როგორც ტოვებენ ზოგჯერ ქალაქებს,
ჩემს მეტი სხვა არ დაიახლოვო,
მე, მაგალითად, ვერ გიღალატებ!.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 845 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]